ლავროვმა აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსი გახსნა

დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი  აფხაზეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ლავროვმა  აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. 19 აპრილს კი, როგორც რუსული მედია იტყობინება სეგეი ლავროვი  დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდება. მხარეები აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციის გამტკიცებაზე ისაუბრებენ.

რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსი სოხუმში მდებარეობს ლაკობას და აიდგილარას ( ყოფილი ფრუნზეს) ქუჩების გადაკვეთაზე. კომპლექსში შედის ელჩის რეზიდენცია, სამეურნეო ობიექტები, საცხოვრებელი შენობა, დეკორატიული და საცურაო აუზები, ღია ტერასა, სოლარიუმი, ავტოსადგომი. კომპლექსის არქიტექტურა გადაწყვეტილია რუსულ კლასიკურ სადარბაზო სტილში.
არაოფიციალური მონაცემებით კომლექსი 37 მილიონი დოლარი დაჯდა.

banner
წინა სტატიაშისერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა
შემდეგი სტატიადავით ხარშილაძის სკანდალური განცხადება