ლავროვი: მხოლოდ რუსეთს, თურქეთს და ირანს შეუძლიათ სირიის დახმარება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთ-თურქეთ-ირანის მოლაპარაკებებს სირიის კონფლიქტის დარეგულირების ყველაზე ეფექტური ფორმატი უწოდა. სხვა დანარჩენი ფორმატი არაეფექტური იყო – განაცხადა მან მოსკოვში სამმხრივი შეხვედრის დასრულებისას.
“ყველაზე ეფექტურად ვთვლი იმ ფორმატს, რომელსაც ახლა აკვირდებით. ეს იმის მცდელობა არ არის, რომ ჩვენს სხვა პარტნიორებს ჩირქი მოვცხოთ სირიის კრიზისის დარეგულირების პროგრესში, ეს უბრალოდ, ფაქტების კონსტანტაციაა” – განაცხადა ლავროვმა პრეს-კონფერენციაზე, რომელიც თურქეთთან და ირანთან მოლაპარაკების შემდეგ ჩაატარა.
დღეს მოსკოვში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს. ლავროვი თავის კოლეგებს შეუთანხმდა “მომავალი მოქმედებების გაგრძელებას”.
“ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა შევამსუბუქოთ ალეპოში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი, განვახორციელოთ ევაკუაცია და პოლიტიკური მომენტები” – თქვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, რუსეთ-თურქეთ-ირანის მოლაპარაკებების მსგავსი ფორმატი “თავისთავად მნიშვნელოვანი მომენტია”.

banner
წინა სტატიაშიიაპონიის პრემიერი რუსეთში ვიზიტს გეგმავს
შემდეგი სტატიაბერლინში სატვირთოს მფლობელმა თქვა, რომ კაბინაში გარდაცვლილი მისი ბიძაშვილია