ლავროვი: დასავლეთთან ურთიერთობა იმაზე უარესია, ვიდრე ცივი ომის დროს იყო

“პირობას ვიძლევი, რომ რუსეთს ადგილზე არაფერი გაუწმენდია” – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა “ბიბისისთან” ინტერვიუში დუმაზე განაცხადა, სადაც, “თეთრი ჩაფხუტების” ინფორმაციით, ქიმიური იარაღი გამოიყენეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მანამდე აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში კენეტ უორდმა განაცხადა, რომ შესაძლებელია, რუსეთს მტკიცებულებები გაენადგურებინა. “ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ რუსებს შეეძლოთ მტკიცებულებები გაენადგურებინათ და ჩაიშალოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მისია, რომელიც ფაქტის ეფექტური გამოძიებისკენ არის მიმართული” – განაცხადა უორდმა.

ლავროვის თქმით, ყველა მტკიცებულება, რომელსაც დასავლეთი იყენებს, მხოლოდდამხოლოდ მედიის და სოციალური ქსელების მიერ არის გავრცელებული და სვამს შეკითხვას: რატომ განხორციელდა აშშ-ს კოალიციის თავდასხმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის დუმაში დაგეგმილ ვიზიტამდე 24 საათით ადრე. “არ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ 7 აპრილს დუმაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს. რაც ნამდვილად იყო, ეს არის მისი დადგმა” – თქვა ლავროვმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-რუსეთის პირდაპირი კონფრონტაცია არ მომხდარა სირიაში მოქმედი კოორდინაციის არხების წყალობით, თუმცა, მინისტრი აქვე დასძენს, რომ ახლა რუსეთსა და დასავლეთს შორის იამზე უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ცივი ომის დროს იყო. მისი თქმით, სირიაზე დარტყმები პასუხის გარეშე არ დარჩება.

14 აპრილს დილის 5 საათზე აშშ-მ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიას 105 ფრთიანი რაკეტა ესროლეს, ძირითადად სტრატეგიულ ობიექტებს. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ინსპექტორები სირიაში უკვე 14 აპრილს იყვნენ, მაგრამ კოალიციის ავიადარტყმების გამო მათ დუმაში ჩასვლა ვერ მოახერხეს.

banner
წინა სტატიაშიერევანში შეტაკებებისას 46 ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: იმ ხალხმა, ვინც ცუდად იცის ისტორია, პოპულიზმად მონათლა ჩემი შეტევა მევახშეებზე