,,ლავას ოღლის” გამოშვება არჩევნებს უკავშირდება-ის ხელისუფლებისგან ახალ დავალებას მიიღებს

,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე აცხადებს,რომ კრიმინალური ავტორიტეტის ლავას ოღლის გათავისუფლება არჩევნებს უკავშირდება.

,,საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვისაც კი ცხადია,რაზეა საუბარი. როდესაც არჩევნებამდე 5 დღე დარჩა და ასეთი რეზონანსული ადამიანი ტოვებს საპყრობილეს.
ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა,რომ ხელისუფლება რომელიც კრიმინალურ სამყაროსთან კონტაქტით მოვიდა ეს კონტაქტი ახლა განახლდა. თავიდან იღებს ვალდებულებას ხელისუფლება კრიმინალურ სამყაროსთან.
ჩვენმა აქტიურობამ ხელისუვლება აიძულა თავის დროზე, რომ დაეპატიმრებინათ ლავას ოღლი. ახლა ჩათვალეს რომ დრო გავიდა და მას ათავისუფლებენ.
ყველას ახსოვს კორცხელის ისტორია, ბათუმში მსგავსი ამბები გაცილებით უფრო მძიმე ფორმებით ხდებოდა 2013 წლიდან ამ ყველაფერს ის ხელმძღვანელობდა.
ლავას ოღლის მეთაურებით არსებობდა ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ სპორტსმენები და მოჭიდავეები.
ერთ-ერთმა მათგანმა როგორც გახსოვთ მოქმედი პოლიციის 20 წლის ოფიცერი მოკლა, იმედია, მას მაინც არ გამოუშვებენ .ეს ჯგუფი შენარჩუნებულია ელოდება თავის ხელმძღვანელს და მიიღებს იგივე დავალებას არჩევნებთან დაკავშირებით“

banner
წინა სტატიაშირამდენიმე საკაბელო ოპერატორი ხვალ, პროტესტის ნიშნად, „რუსთავი 2“,-ს „კომედი არხს“, „მარაოს“, „იმედს“, „მაესტროსა“ და „ჯიდიესს“ გათიშავს
შემდეგი სტატიააჭარის მთავრობის თავმჯდომარე სტიქიურ კერებს ადგილზე გაეცნო