ლავას ოღლიმ მეშვიდე საპყრობილე დატოვა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე კრიმინალურმა ავტორიტეტმა მინდია გორაძემ, იგივე ლავას ოღლიმ საპყრობილე დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ “კურიერი” ავრცელებს. “კურიერის” ინფორმაციით, ლავას ოღლის მეშვიდე საპყრობილესთან ახლობდები დახვდნენ, თავად გორაძემ კი სასჯელაღსრულების დაწესებულება დაბურულშუშებიანი ავტომობილით დატოვა.

შსს-ს თანამშრომლებმა ლავას ოღლი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძვლეზე მოლდოვას რესპუბლიკაში 2015 წლის დეკემბერში დააკავეს. ის საქართველოში 2016 წლის 30 იანვარს იქნა დეპორტირებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ მინდია გორაძე 2013 წლიდან, ე.წ. ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით, აღიარებულ იქნა რა „კანონიერ ქურდად“, მართავდა და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. მუქარით, დაშინებითა და ქურდული გარჩევების გზით იგი აიძულებდა მოქალაქეებს, შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე ფიგურირებს სისხლის სამართლის სხვა დანაშაულებში მათ შორის ჯგუფური გამოძალვის ორგანიზებაში.

banner
წინა სტატიაშირამდენი ბაყაყია? – დაპირისპირება პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე (ვიდეო)
შემდეგი სტატიავიქტორ დოლიძე : საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებას