ლაშა ტალახაძეს საჩხერეში საზეიმოდ დახვდნენ

საჩხერის მუნიციპალიტეტში, ოლიმპიურ ჩემპიონსა და მსოფლიო რეკორდსმენს, ლაშა ტალახაძეს ადგილობრივები საზეიმოდ დახვდნენ.

ლაშა ტალახაძესთან ერთად საჩხერეში იმყოფებოდნენ რიოს ოლიმპიადის გამარჯვებული, საქართველოს სახელით მოასპარეზე შვიდივე მედალოსანი და ძალოსნობის ყველა დროის ოლიმპიური ჩემპიონები.

ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს ადგილობრივმა თვითმმართველობამ, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა და სხვადასხვა კომპანიებმა პრიზები გადასეცეს და კიდევ ერთხელ მიულოცეს წარმატება.

დაჯილდოების შემდეგ კონცერტი გაიმართა, რომელშიც ქართველი ვარსკვლავები იღებდნენ მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშიარჩევნებში მონაწილე 26 პოლიტიკურ სუბიექტს საარჩევნო ნომერი განესაზღვრა
შემდეგი სტატიავაკეში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი ზაქარია ჩიბუხაშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა