ლაშა ნაცვლიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ფარული ჩანაწერების სანაცვლოდ რამდენიმე მილიონს ითხოვდა

“მე ვარ ის მეგობარი, რომელზეც დავით საყვარელიძე საუბრობდა“, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დავით საყვარელიძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

ნიკა გვარამიამ “არჩევანის” ეთერში დაადასტურა, რომ ლაშა ნაცვლიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ფარული ჩანაწერების სანაცვლოდ რამდენიმე მილიონს ითხოვდა.

გვარამიას თქმით, მას მოსმენილი აქვს ჩანაწერები ქალაქ ჟენევაში, მაგრამ არა სრულად. მისივე განცხადებით, მას ლაშა ნაცვლიშვილმა უთხრა, რომ ფარულ ჩანაწერებს ერევანში, მეგობართან ინახავს.

,,ნაცვლიშვილს დღემდე აქვს შენახული ერევანში ეს მასალები დიდი რაოდენობით, მათ შორის არის ბიძინა ივანისვილის უკანონო მოსმენები. მან დამარწმუნა, რომ მას ამგვარი მასალები აქვს, მითხრა,რომ დაჯდება ეს მილიონობით ლარი, მაგრამ ჩვენს მედიას ეს შესაძლებლობა არ აქვს, შემდეგ მან მთხოვა ,რომ დამეკავშირებინა კიევში მყოფ ნაციონალური მოძრაობის წევრებთან. ალბათ იქაც მიდიოდა ვაჭრობა”-განაცხადა ვარამიამ გადაცემა ,,არჩევანში ” საუბრისას.

ნიკა გვარამიას თქმით, მას მოსმენილი აქვს ჩანაწერები ქალაქ ჟენევაში, მაგრამ არა სრულად.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) მილიონის სანაცვლოდ შემოგვთავზა გვეყიდი ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ფარული ჩანაწერების ამსახველი აუდიომასალა
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ფორმით უნდ აღიგავოს პირისგან მიწისა