ლაშა მესხმა მაუწყებელს სასამართლოში დავა მოუგო

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა თანამშრომელმა ლაშა მესხმა მაუწყებელს სასამართლოში დავა მოუგო.

როგორც ლაშა მესხი სოციალურ ქსელში წერს, სასამართლომ მის მიმართ პროფესიული ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა. სასამართლომ მაუწყებელს მესხის სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის სრული ოდენობით ანაზღაურება დააკისრა.

ლაშა მესხი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ გასული წლის თებერვალში გაათავისუფლა.

ლაშა მესხი ჟურნალისტი და მედიის პროფკავშირის ხელმძღვანელია.

banner
წინა სტატიაშისეპარატისტული ოსეთი – საქართველოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ეშინია
შემდეგი სტატიამარია ზახაროვა – ბრიტანეთი 14 მარტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემულობაში გვადანაშაულებდა, ახლა – ინტერვენციაში