ინგა გრიგოლიას თავისი აზრით ეთამაშა ხუმრობით და ამ დროს საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა

ლაშა ბუღაძე–ყავარჯენი

ლაშა ბუღაძე–ყავარჯენი,,ვერ ვიხსენებ, საიდან ამოფუთფუთდა და ამოყელყელავდა ამდენი პოლიტიკური ნაგავი“ – ფარული ვიდეო კადრების გავრცელების შემდეგ ქართველი პოლიტიკოსების, კერძოდ უმრავლესობის წევრების განცხადებები შეაფასა ,,კურიერის” ეთერში მწერალმა ლაშა ბუღაძემ, რომელიც ფიქრობს, რომ ,,კოლექტიური მეჭიაურების“ ასეთ განცხადებებს, როგორც სჩანს თავისი დამფასებელი ჰყავს. ბუღაძის აზრის ,,ეს ალბათ ყოფილი პრემიერია“.
,,ეს სრულიად ანტისოციალური მოველნებია, რა კატეგორიების მოვლენებთან გვაქვს საქმე? ჩვენი იმდენი მოწვევის პარლამენტი ვნახეთ და ისეთი კოლექცია გვაქვს ველური ხალხისა, წესით არაფერმა უნდა გაგვაკვირვოს, მაგრამ ეს კოლექტიური მეჭიაურებია, ეს გუშინდელი დეპუტატი, რომელიც ინგა გრიგოლიას თავისი აზრით ეთამაშა ხუმრობით და ამ დროს საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა, უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს და არა საზოგადოებას და ინგას, მაგრამ საიდან მოვიდა? იმიტომაც ლაპარაკობენ ამდენს, რომ ეტყობა ვიღაცა ჰყავთ შემფასებელი და დამფასებელი ამ იუმორისა. ეს არის ალბათ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჩვენი მთავარი ექსპენტრული მოვლენა, რომელმაც ახალი კანონზომიერების მოდელი შემოგთავაზა, ჩემს მეგობარს დავესესხები: განზომილება არის ასეთი ამ ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან – ხე ზღვაში, ზვიგენი მთაზე, მეჭიაური პარლამენტში. ეს ახლებური მოდელი როგორც სჩანს…“ – განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩვენში(კოკში) რომ დარჩეს ისე გეტყვი-ხე არ ვითარდება, ხეა და იმიტომ
შემდეგი სტატიასარეალიზაციო ყველში ქვა აღმოაჩინეს