,,ლართან მყისიერი გამოსავალი არ არსებობს, მექანიკური ჩარევები კი უარეს შედეგს გამოიწვევს”

news
: news იანვარი 26, 2016 13:15

,,ლართან მყისიერი გამოსავალი არ არსებობს, მექანიკური ჩარევები კი უარეს შედეგს გამოიწვევს”

მნიშვნელოვანი

  • რაც ჩვენს ირგვლივ რეგიონში ხდება, იმის გამოძახილია ლარის დღევანდელი კურსი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

სხვა სტატიები

რაც ჩვენს ირგვლივ რეგიონში ხდება, იმის გამოძახილია ლარის დღევანდელი კურსი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა. დეპუტატის თქმით, შექმნილ ვითარებაში მყისიერი გამოსავალი არ არსებობს, ხოლო მექანიკური ჩარევები უარეს შედეგს გამოიწვევს. “ლარის გაცვლითი კურსის საკითხი არ შეიძლება დავინახოთ მხოლოდ იმით, რაც საქართველოში ხდება. შეხედეთ რა ხდება აზერბაიჯანში, რა ხდება თურქეთში, რა ხდება რუსეთში, სადაც 85 რუბლს გადასცდა რუბლის დოლართან მიმართება. ასევეა აზერბაიჯანულ მანათთან დაკავშირებით. რაც ჩვენს ირგვლივ რეგიონში ხდება, იმის გამოძახილია ლარის დღევანდელი კურსი. თუკი ლართან დაკავშირებით მექანიკურ ჩარევებს დავიწყებთ, შეიძლება იგივე დაგვემართოს, რაც აზერბაიჯანს დაემართა, როდესაც ერთ კვირაში მისი ეროვნული ვალუტის გაუბედურება მოხდა”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. მისივე თქმით, მთავრობა ინტენსიურად მუშაობს და გამოსავალი ინვესტიციებისა და ექსპორტის გაზრდაში მდგომარეობს. “აქედან მყისიერი გამოსავალი არ არსებობს. გამოსავალი მდგომარეობს მხოლოდ თანდათანობით, თანმიმდევრულ მუშაობაში – ერთბაშად გამოსავალი არ არსებობს. დედამიწის ზურგზე ვერც ერთი ფინანსისტი და ეკონომისტი ამ გამოსავალ ვერ გვანახებს”, – აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/363434-zviad-dzidziguri-larthan-dakavshirebuli-vitharebidan-myisieri-gamosavali-ar-arsebobs-meqanikuri-charevebi-ki-uares-shedegs-gamoitsvevs.html

news
: news იანვარი 26, 2016 13:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,226
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics