“ლარში არავინ გასცემს სესხს კურსის გაუთვალისწინებლად” – ექსპერტები ლარიზაციის პროგრამას აკრიტიკებენ

ოპოზიციის მსგავსად, ლარიზაციის პროგრამას სკეპტიკურად უყურებენ ეკონომიკური ექსპერტებიც. ანალიტიკოსების ნაწილი საპალამენტო უმრავლესობისგან განსხვავებით, სესხის გალარების შემდეგ საპროცენტო განაკვეთის ზრდასაც არ გამორიცხავს.

„ლარში არავინ გასცემს სესხს კურსის გაუთვალისწინებლად. ვერცერთი ბანკი ამას ვერ გაბედავს, იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ გასცა სესხი და გაუფასურდა ლარი, როდესაც დაიბრუნებ სესხს, მას ღირებულება აღარ ექნება, ამას არცერთ ბანკი არ გააკეთებს. ლარის უცხოურ ვალუტასთან მოწყვეტა ტექნიკურად შეუძლებელია. ლარიზაცია არის აკრძალვების მთელი რიგი ჯაჭვი, რომელიც კიდევ უფრო გააუარესესბს თავისუფალ თანამშრომლობას ადამიანებს შორის, ამიტომ აქ გაუმჯობესებაზე არც კი უნდა ვისაუბროთ,“ – აცხადებს პაატა შეშელიძე.

ანალიტიკოსთა განცხადებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა მოკლევადიან პერიოდში არაეფექტურია. მათივე თქმით, ლარის კურსის დასატაბილურებისთვის და ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად, საჭიროა ადეკვატური ნაბიჯები.

„მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ ეს ლარის გამყარებას გამოიწვევს, მაგრამ მე ვეჭვობ, რომ მხოლოდ ამან მოახერხოს ლარის გამყარება. შესაძლებელია ოდნავ გაიზარდოს ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი, რადგან მათზე მოთხოვნა გაიზრდება. რამდენად არის ეს სწორი ეკონომიკური პროგრამის ნაწილი ამას დრო გვაჩვენებს, რადგან დედოლარიზაცია არ არის მოკლევადიანი პროცესი,“ – განაცხადა საზოგადოება და ბანკების გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ.

banner
წინა სტატიაში“მთავრობამ თავის პირით თქვა, რომ აღარ უნდა ველოდოთ ლარის გამყარებას” – ოთარ კახიძე
შემდეგი სტატია“ჯგუფი, რომელიც გავიდა “ენმ”-დან და უმრავლესობა მოქმედებს ურთიერთშეთანხმებით” – აკაკი მინაშვილი