ლარის გაუფასურებას ოპოზიცია ხელისუფლების პოლიტიკას უკავშირებს

„ბოლო ერთი კვირის გაუფასურება ლარის, დაახლოებით, 10 პუნქტით, პირდაპირ უკავშირდება ხელისუფლების არასწორ ნაბიჯებს,“ – ასე აფასებს „ენმ“-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზურაბ მელიქიშვილი ლარის გაუფასურებას.

ეროვნული ვალუტის ოფიციალური ღირებულება კიდევ 2 თეთრით დაეცა და 2.61 ღირს. რაც შეეხება ევროს, დღევანდელი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი ევროს შესაძენად 3.8 არის საჭირო.

ზურაბ მელიქიშვილი აცხადებს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საბიუჯეტო ხარჯი გაორმაგდა.

„ამ გაუფასურებით კიდევ უფრო იზრდება ფასები, შემდეგ ამ გაზრდილ ფასებს ჯაჭვურად მოყვება ისევ ლარის გაუფასურება და ყველაფერი ეს ძალიან უარყოფითად ისახება ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე,“ – განაცხადა მელიქიშვილმა.

„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, ზვიად ხორგუაშვილი აცხადებს, რომ ერთი თვის განმავლობაში დეფიციტური ხარჯვა დაფიქსირდა და არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლოს კურსი კიდევ უფრო გაუფასურდება.

ზურაბ მელიქიშვილი აცხადებს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საბიუჯეტო ხარჯი გაორმაგდა.

banner
წინა სტატიაშიწინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნოემბერში ბოსტნეული, ხორცი, რძე, ყველი და კვერცხი გაძვირდა
შემდეგი სტატიასასამართლო წინააღმდეგობას ვერ უწევს სამართალდამცავი ორგანოებს – არასამთავრობოები რატიანის საქმეზე