„ლარის გაუფასურება იქნება მინიმალური“, – დიმიტრი ქუმსიშვილი

ლარის დევალვაციასთან დაკავშრებით კომენტარი გააკეთეს ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ლარის გაუფასურება იქნება მინიმალური.

“ქტიურად ვაკვირდებით იმ მოვლენებს, რომელიც აზერბაიჯანში მიმდინარეობს, ჩვენს ქვეყანას მცურავი გაცვლითი კურსი აქვს, რომლის გამოც შიდა და გარე შოკები დიდი ხანია ჩვენს კურსშია ასახული”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე მიიჩნევს, რომ დამატებითი გაუფასურება არ მოხდება.

“რეგიონის ქვეყნებში არსებული სიტუაცია მცირეოდენ მაინც აისახება ლარზე. ჩვენ ვნახეთ, მიზერული გაუფასურება მოხდა ბოლო დღეებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაიმეს უნდა ველოდოთ დამატებით გაუფასურების კუთხით”, – განაცხადა გორგი კაკაურიძემ. მან ეროვნულ ბანკის პრეზიდენტის ანგარიშის წარდგენაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აუცილებელია პარლამენტში ეროვნული ბანკის ანგარიში იხილებოდეს. ეს კანონით არის დადგენილი.

banner
წინა სტატიაშიალესანდრე მარგიშვილი ჯოკია ბოდოკიას განცხადებებს ეხმაურება
შემდეგი სტატიასაჯარო უწყებებს ინფორმაცია სრულყოფილად არ აქვთ განთავსებული – IDFI