ლარის გაუფასურება არ არის გამოწვეული ხელისუფლების მიზეზებით-ზაზა გაბუნია

ლარიზაციის გეგმა, რომელიც ხელისუფლებამ წარადგინა , ექსპერტების კრიტიკის მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას აქვს კომპლექსური გეგმა და მოკლე ვადაში უნდა მოხდეს ლარის დასტაბილურება. უმრავლესობის დეპუტატი ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ ლარის გაუფასურება არ არის გამოწვეული ხელისუფლების მიზეზებით.

,,ლარის გაუფასურება არცერთ შემთხვევაში არ არის გამოწვეული ხელისუფლების მიზეზებით, ხელისუფლების მხრიდან რაიმე სუბიექტს გარემოებებით. ამას აქვს ბევრი მიზეზი, მაგრამ ვაცნობიერებთ სირთულეს და ამიტომ გვაქვს გეგმა ორსაფეხურიანი, რომელიც გულისხმობს დღესვე მოქმედებას და გვაქვს გრძელვადიანი გეგმა ,რომელიც ეკონომიკის გაჯანსაღებას გულისხმობს,“-ამბობს გაბუნია.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე : რუსთავი 2-ის “გაჩუმებით” ქვეყნის განვითარებას პრობლემები შეექმნება
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე : “მთავრობა ფუფუნებაზე უარს არ ამბობს”