“ლარი საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გააუფასურა”- რომან გოცირიძე

„ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი არის საქართველოს მთავრობა. ლარი საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გააუფასურა,” – ეს განცხადება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე გააკეთა. ოპოზიციის წევრი ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებაში მთავრობას ადანაშაულებს.

„ფინანსთა სამინისტრომ ახალი ინსტრუმენტი შემოიღო, 5 ივლისს დაიწყო ბიუჯეტში წლობით ნაგროვები ნაშთების კომერციულ ბანკებზე გასესხება. თქვენ იცით, რა რაოდენობის ფული მისცა სესხად ბოლო 2 თვის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრომ, ხაზინამ ე.წ. ახლადშემოღებული სადეპოზიტო აუქციონების მეშვეობით? – ნახევარი მილიარდი ლარი,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის წევრის ბრალდებებს ფინანსთა სამინისტროში უპასუხეს და რომან გოცირიძე პოლიტიკურ სპეკულაციაში დაადანაშაულეს.

banner
წინა სტატიაშიევროსასამართლომ მოსამართლეობის კანდიდატთა სია საქართველოს აღარ დაუბრუნა
შემდეგი სტატიაკრიზისების მართვის საბჭო არის გადაყენებული ჩინოვნიკების თავშესაფარი – ირმა ნადირაშვილი