ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2. 5311 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2. 5078 ლარი იყო.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0233 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2. 6825 ლარი იქნება. ბოლო ორი დღის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.6670 ლარს შეადგენდა.

2. 5078 ოფიციალური კურსის პირობებში, უცხოური ვალუტის ფასი ბაზარზე დღეს საშუალოდ, 2.56 ლარს შეადგენდა. ახლა კი, როცა ლარი კვლავ გაუფასურდა, აშშ დოლარის ფასი კიდევ უფრო მოიმატებს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
შემდეგი სტატია„დოლარის გარკვეული დეფიციტი შეიქმნა, განსაკუთრებით, წინასაახალწლო პერიოდში“- ვოლსკი