ლარი მცირედით გამყარდა

რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2. 7710 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.7846 ლარი იყო.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0136 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2. 8999 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.8938 ლარს შეადგენდა.

banner
წინა სტატიაშიIKEA-მ მოზარდებს სთხოვა მის მაღაზიებში ღამეების გათენება შეწყვიტონ
შემდეგი სტატიაპროკურატურა დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს