ლარი აუცილებლად დასტაბილურდება – დავით მათიკაშვილი

“დარწმუნებული ვართ, რომ ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ლართან დაკავშირებით სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული,” – ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი, ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხს გამოეხმაურა.

“რამდენიმე ხნის წინ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, როცა ლარი გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, აუცილებლად განახორციელებს ინტერვენციას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ შესაბამისი სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული. ეს ასე იქნება. აუცილებლად დასტაბილურდება ლარი. საქართველოს ეროვნულო ბანკი თავის ფუნქციას შეასრულებს და მთავრობა – თავისას. მე მჯერა, რომ ჩვენ ამ პრობლემის წინაშე არ დავდგებით,” – განაცხადა მათიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ყოჩაღ მთავრობა და ეროვნული ბანკი: კვლავ შემოაგდო ლარის გაუფასურების ცრუ ვერსია და თუთიყუშებივით ერთ ხმაში აიყოლია ყველა”
შემდეგი სტატიაბორანი ფოთის პორტში შემოვიდა