ლარი აშშ დოლართან 2 თეთრით გამყარდა

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4161 ლარი გახდა

კვირის ბოლოს ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4817 ლარი გახდა. კურსი, რომელიც ბანკთაშორის გამართულ ვაჭრობამდე მოქმედებდა, 2.5039 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0222 ლარი შეადგინა.

ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც და 1 ევროს ღირებულება 2.6720 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6844 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0124 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთი ქართველი სტუდენტებისთვის ყოველწლიურად, 50-მდე სტიპენდიას გამოყოფს
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე 2 პირი დააკავა