ლანჩხუთში საბავშვო ბაღიდან საკვები პროდუქტები მოიპარეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლობარგის საბავშვო ბაღიდან საკვები პროდუქტები მოიპარეს.

ამის შესახებ ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.

შემთხვევა 8 თებერვალს, სავარაუდოდ ღამე მოხდა.

ბაღიდან მხოლოდ საკვები პროდუქტებია წაღებული.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, საქმეზე ერთი ადამიანია მხილებული და მას ეძებენ.

banner
წინა სტატიაშიარქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში
შემდეგი სტატია,,დაქირავებული მკვლელი რომ ყოფილიყო, გარეთ გამოვიდოდა და შორიდან ესროდა”