ლალი ბასარიამ კანცელარიაში შიმშილობა დაიწყო

დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას მეუღლემ, ლალი ბასარიამ კანცელარიაში შიმშილობა დაიწყო.
ლალი ბასარია საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს დადგინდეს არის თუ არა მისი მეუღლე ცოცხალი და გაირკვეს მისი ადგილ-მდებარეობა როგორც ის აცხადებს, ვიდრე გარანტიას არ მიიღებს შიმშილობას არ შეწყვეტს.

52 წლის გიორგი ლუკავა მეექვსე წელია დრანდის ციხეში გაუსაძლის მდგომარეობაში იხდის სასჯელს. მას დე ფაქტო აფხაზეთის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოს მოქალაქე 2011 წლის მაისში ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაატყვევეს.

ლუკავას “ტყის ძმებთან” კავშირი და ამ დაჯგუფების ხელმძღვანელობას ედავებიან.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა საერთო სასამართლოების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
შემდეგი სტატია(ვიდეო) ნადირაშვილმა ზარდიაშვილს წარსული შეახსენა