ლაგოდეხში ხიდის ჩანგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ცოდნისკარში ხიდის ჩანგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს, იმ დროს მოხდა, როცა მებაღეები სატვირთო მიკროავტობუსით მოკრეფილი საზამთროს მოსავლის გატანას ცდილობდნენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, ამორტიზირებულმა ხიდმა სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ტრანსპორტი 5-6 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

დაშავებულებს მკურნალობა ლაგოდეხის რაიონულ საავადმყოფოში უტარდებათ.

შემთხვევის ადგილზე მოკვლევა შესაბამისმა სამსახურებმა ჩაატარეს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ჩვენ გვმართავს კანონი
შემდეგი სტატიათბილისში შესაძლო აფეთქებაზე მუქარის შემცველი ინფორმაციის გავრცელების გამო, პანკისში 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს