ლაგოდეხის რაიონის სოფლები ლელიანი და ჭაბუკიანი სეტყვამ ასობით ჰექტარი ვენახი და მრავალწლიანი ნათესები გაანადგურა

strqლაგოდეხის რაიონის სოფლები ლელიანი და ჭაბუკიანი სეტყვამ ასობით ჰექტარი ვენახი და მრავალწლიანი ნათესები გაანადგურა.

როგორც სამხედრო სამეცნიერო ცენტრში განაცხადეს, სისტემა, რომელმაც კახეთის მოსახლეობა სტიქიისგან უნდა დაიცვას სრული დატვირთვით მაისის ბოლოს უნდა მოქმედებულიყო. აღსანიშნავია, რომ კახეთში სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მოწყობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებს დელტა მაკედონიაში ყიდულობდა, მოგვიანებით მსგავსი ტიპის რაკეტების წარმოება საქართველოში გადაწყდა, თუმცა ამ დრომდე კახეთის მოსახლეობა სეტყვისგან დაუცველია.

ლალი ხუბულავა

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) ნინო ჯანგირაშვილი ბიძინა ივანიშილს მიმართავს
შემდეგი სტატიაკანადური ხოკეის ლეგენდა გორდი ჰოუ გარდაიცვალა