ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა ერთ-ერთი ქუჩისთვის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლის სახელის მინიჭებაზე უარი თქვა

მიმდინარე წლის 29 აგვისტოს საკრებულოში მოხდა საკრებულოს წევრების ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ვახტანგ დევიძისა და ევა ლომთაძის განცხადების განხილვა მოქალაქე ნიკა ნოზაძის ინიციატივასთან დაკავშირებით. კერძოდ, მინიჭებოდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად აღსრულებული შმაგი ნოზაძის სახელი ნინიგორის საჯარო სკოლას, ასევე რომელიმე ქუჩასა და სკვერს. სამწუხაროდ, საკრებულოში მიჩნეულ იქნა, რომ ეს საკითხი საჭიროებდა დამატებით შესწავლას, რადგან, როგორც განმარტავდნენ, არ ჩანდა კონკრეტიკა, არ იყო ინიციატივის მხარდამჭერი ხელმოწერები მოსახლეობის მხრიდან თუ სხვა. ამიტომ, ამ არგუმენტების მოშველიებით გადადებულ იქნა კომისიის უახლოეს სხდომაზე განსახილვევლად.

ნიკა ნოზაძე, მოქალაქე
“ეს ინიციატივა, ჩემს მეგობარ შმაგი ნოზაძის უკვდავსაყოფად გაჩნდა, სულ მაწუხებდა ეს პრობლემა და მინდოდა მისი სახელის უკვდავსაყოფად რამე გაეკეთებინა და დაეფასებინა მისი თავგანწირვა, როგორც ადგილობრივ ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას. ცოტა ხნის წინ, ერთერთ ჯგუფში (სოციალურ ქსელში „ჩვენ ლაგოდეხი“) ინიციატივის შესახებ, მოსახლეობას ინფორმაცია მივეცი. როგორც აღმოჩნდა ლაგოდეხელების უმრავლესობას ძალიან მოეწონა და გვერდში დგომასაც დამპირდა.

 

ევა ლომთაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საკრებულოს წევრი
„მას შემდეგ, რაც გამოვხატე პროტესტი და მივიჩნიე, რომ აღნიშნული საკითხის გადადება ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებების გამო, იძულებულები გახდნენ გადაედოთ დანარჩენი განცხადებების განხილვაც იგივე გადაწყვეტილებით, თუმცა, ფაქტიურად, ეს საკითხები უკვე უნდა გასულიყო საკრებულოს სხდომაზე. გადადებულ საკითხებს შორის არის ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, აფხაზეთში გმირულად დაღუპული გიორგი დუღაშვილის საკითხიც, რომლის შესახებაც ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვდა მისი სახელის მიკუთვნებას სოფელ თამარიანში, საჯარო სკოლის მიმდებარე ქუჩისათვის.

მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ლაგოდეხის ყოვლაწმინდა ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს, სადაც ესწრებოდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კარლო (კახა) ჯამბურია, ლაგოდეხი-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, საზოგადოებისა და საკრებულოს წარმომადგენლები. მებრძოლის ოჯახს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 500 ლარი გადასცა.

 

 

 

 

 

 

 

ევა ლომთაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საკრებულოს წევრი
„დასკვნა ყოველივე აქედან: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ვერ ფლობს რეალურ ინფორმაციას, არ ინტერესდება ჩვენი გმირების შესახებ, უჭირს დიალოგი საზოგადოეაბსთან, არ კითხულობს ბოლომდე კანონმდებლობას, არის არაკვალიფიციური, საკითხებს განიხილავს პოლიტიკურ ჭრილში, ვერ ერკვევა ქვეყნისთვის და მუნიციპალიტეტისათვის პრესტიჟის, ღირსების საკითხებში“.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.
24 წლის ჯარისკაცი შმაგი ნოზაძე, რომელიც 2008 წელს რუსეთ – საქართველოს ომში იბრძოდა, ამ დრომდე უგზო – უკვლოდ დაკარგულად ითვლება. იგი თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ბრიგადის პირველი ბატალიონის მებრძოლი იყო. მას სამშობლოსათვის თავდადებული გმირის წოდება და პირველი ხარისხის, ვახტანგ გორგასლის მედალი მიანიჭეს.
აგვისტოს ომში კახეთიდან სულ 14 ჯარისკაცი დაიღუპა, შმაგი ნოზაძე ერთადერთია, რომლის ცხედრის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ლალი ხუბულავა (ჟურნალისტი, კახეთის რეგიონი, ლაგოდეხი)

banner
წინა სტატიაშიმერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, ლევან ძაგნიძე, დაკავებულია
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე ორი პირი დააკავა