ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ლაშა დვალიშვილს ფიზიკური შერაცხყოფა მიაყენეს

“პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაშა დვალიშვილი ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება.

მიზეზი რადიო “ჰერეთში” მომხდარი ინციდენტია. როგორც რადიო “ჰერეთის” ჟურნალისტი გიორგი ალადაშვილი ამბობს, პოლიტიკური თოქ-შოუს მიმდინარეობისას, სადაც დებატებში ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მონაწილეობდნენ, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა სტუდიაში შესვლა მოახერხა და ლაშა დვალიშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ლაგოდეხის პოლიცია აწარმოებს.

banner
წინა სტატიაში“სუფთა ხელებით მოვდივართ”- ქუთაისში აქციაზე სანდრა რულოვსმა ამომრჩევლებს მიმართა
შემდეგი სტატიაია მეტრეველი: მინდოდა მეკითხა სანდრასთვის, გამიცოცხლებს ჩემს 19 წლის შვილს?