ლადო პაპავა საქმიანობას ეკონომიკის და ბინზესის ფაკულტეტზე გააგრძელებს

ვაპირებ საქმიანობა გავაგრძელო ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე და არ ვარ იმაზე ორიენტირებული, რომ პოლიტიკაში დავბრუნდე, – ამის შესახებ თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ მის სამომავლო გეგმებზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.

როგორც პაპავამ აღნიშნა, წინასწარ არაფერს გამორიცხავს, მათ შორის არც პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა ეს არ იქნება 2016 წელს.

„არასდროს არ უნდა თქვა არასდროს, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვაპირებ პოლიტიკაში დაბრუნებას. იმ დღიდან, როცა რექტორი არ ვიქნები, ვაპირებ დავრჩე უნივერსიტეტში პროფესორად. ეს ჩემთვის საამაყო თანამდებობაა. გავაგრძელებ საქმიანობას, ეკონომიკის და ბინზესის ფაკულტეტზე როგორც ერთ-ერთი რიგითი პროფესორი. ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი და ახლა არ ვარ იმაზე ორიენტირებული რომ პოლიტიკაში დავბრუნდე. არასდროს არ უნდა თქვა, არასდროს, მაგრამ ეს რომ არ იქნება 2016 წელი, ეს ზუსტად ვიცი“, – განაცხადა პაპავამ.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილ-მამაცაშილის ორგანიზებით, იგეგემება აფხაზეთი-სომხეთის რკინიგზის გახსნა
შემდეგი სტატიაზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ მეთხილეებმა აქცია გამართეს