ლადო პაპავა: პოლიტიკოსების ადგილი თსუ-ს პრობლემების გადაწყვეტაში ნამდვილად არ არის

ჩვენ აპოლიტიკური დაწესებულება ვართ და პოლიტიკოსების ადგილი თსუ-ს პრობლემების გადაწყვეტაში ნამდვილად არ არის, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორმა ლადო პაპავამ თსუ-ს ფოიეში საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაპავამ აღნიშნა, მისი სტუდენტებთან მისვლა იმას უკავშირდება, რომ კიდევ ერთხელ გააფრთხილოს სტუდენტები და ახალგაზრდები, რომ უნივერსიტეტში შექმნილი პრობლემები არის უნივერსიტეტის რექტორატის და სტუდენტების გადასაწყვეტი და მასში პოლიტიკური ძალების მონაწილეობა სასურველი არ არის.

ლადო პაპავამ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ “უმაღლესი განათლების შესახებ” ახალ კანონზე იმუშაონ, რომელიც ნამდვილად შესაცვლელია.
“მიაჩნია, რომ აუცილებელია მიიღონ ახალი კანონი – უმაღლესი განათლების შესახებ. ის კანონი, რომელიც 2006 წლიდან გვაქვს, აშკარად მოძველებულია. ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსების სამუშაო სადაც არის, არის სწორედ ეს, რომ იფიქრონ თუ როგორ მიიღონ ისეთი კანონი, რომელიც მეტ თავისუფლებას მისცემს უმაღლეს სასწავლებელს”, – განაცხადა პაპავამ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მოუწოდა სენატს, ასევე სტუდენტებს, რომ მაქსიმალურად დაიცვან ოფიციალურად დამტკიცებული რეგულაციები და კანონი და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა არსებული პრობლემა მოლაპარაკებებით გადაწყდეს.

banner
წინა სტატიაშიქალს ბავშვი პარიზის თვითმფრინავში ხელჩანთით გადაჰყავდა
შემდეგი სტატიამიკროავტობუსების მოპარვის ფაქტზე პოლიციამ ”ქართული ოცნების” ლიდერი დააკავა