ლადო პაპავა: ყველაზე მთავარია ობიექტურად შეჯამდეს შედეგები

მთავარია, საარჩევნო პროცედურა დასრულდეს მშვიდ გარემოში და ობიექტურად შეჯამდეს შედეგები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თსუ-ს რექტორმა ლადო პაპავამ განუცხადა.
პაპავამ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
„დღეს მნიშვნელოვანია დღეა, რადგან უნივერსიტეტი ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ასეთი რამ უნივერსიტეტის ისტორიაში არ მომხდარა. ძალიან დიდია დაინტერესება – არის ამომრჩევლის რიგი, რაც კარგია. ყველაზე მთავარია, ეს პროცედურა დამთავრდეს მშვიდ გარემოში, ობიექტურად შეჯამდეს შედეგები და უნივერსიტეტმა შეძლოს გამჭვირვალედ გააგრძელოს საქმიანობა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ხელძღვანელობით“, – განაცხადა პაპავამ.
რაც შეეხება შესაძლო ჩარევებთან დაკავშირებით მის განცხადებას, მისი თქმით, ეს განცხადება უკავშირდებოდა არა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, არამედ რექტორის არჩევნებს.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა შპს ,,დავის“ დამფუძნებელი და დირექტორი დააკავა
შემდეგი სტატიალადო პაპავა: მჯერა, რომ დღევანდელი არჩევნები პოლიტიკური ჩარევის გარეშე ჩაივლის