ლადო ჭანტურია: ამისთვის ღირდა სიცოცხლე!

“მადლობა ყველას! დიდია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არჩევით გამოწვეული სიხარული, ნდობა და პასუხისმგებლობა, მაგრამ შეუძლებელია იმ სითბოს, ყურადღების, სიხარულისა და თანადგომის აღწერა და გამოხატვა, რომლებიც ჩემი მისამართით გამოთქმულ მოლოცვებში, კომენტარებსა და სურვილებში არის ჩაქსოვილი,” – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, აწ უკვე ევროსასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი ლადო ჭანტურია სოციალურ ქსელში წერს და იქვე დასძენს, – უზომოდ დიდი მადლობა თქვენ ყველას ამისთვის! ამისთვის ღირდა სიცოცხლე!!!
უნაპიროდ დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარში მედგა, მამხნევებდა და ჩემთან ერთად გადიოდა ამ რთულ და წინააღმდეგობებით სავსე მარათონს.
ბედნიერებაა, როცა მეგობრების, კოლეგების, თანამებრძოლების, თანამშრომლების, ნაცნობების ან სრულიად უცნობი ადამიანების ასეთ უზარმაზარ სითბოსა და სიყვარულს ხედავ: დიდი მადლობა ყველას ამისთვის.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ხახუბია: “მათ გადარჩენის შანსი არ დაუტოვეს 21 წლის ბექას”
შემდეგი სტატიაამერიკულმა უპილოტოებმა ISIS-ს დაარტყეს