კვორუმის არარსებობის გამო პარლამენტის სხდომა ვერ იწყება

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ მომზადებულ პროექტზე უნდა იმსჯელონ, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო სხდომა ვერ იწყება.

სესიაზე რეგისტრაცია მხოლოდ 72-მა დეპუტატმა გაიარა.

მთავრობის მიერ პარლამენტისთვის მიცემული გარანტიების მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე მთავრობაში სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ კანონპროექტთა პაკეტს მხარს არ დაუჭერს.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ 13 ნოემბერს განაცხადა. ცვლილებების მიხედვით, რამდენიმე სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთიანდება.

მთავრობის მიერ გაჟღერებულ სტრუქტურული ცვლილებების გეგმის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ერთ უწყებად უნდა ჩამოყალიბდეს. უმრავლესობის ნაწილი მსგავს გაერთიანებას ეწინააღმდეგება. გაერთიანების მოწინააღმდეგეა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავაც.

რაც შეეხება სუსისა და დაზვერვის სამსახურის გაერთიანებას, მთავრობამ ეს წინადადება უკან გაიწვია.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა მორიგი აქცია დაანონსა – კიევის ცენტრში მისი მხარდამჭერები 18:00 საათზე შეიკრიბებიან
შემდეგი სტატიაინტენსიური თოვის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია