კვირიკაშვილს ჰგონია, რომ საწყობის გამგეა და არა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი – გიგი უგულავა

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, უსუსურს და სამარცხვინოს უწოდებს ოპოზიცია. „ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ შემუშავებული ცვლილებებით „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს ქვეყნის მთავარი დოკუმენტი თავზე დაახია.

„პრობლემა არა კვირიკაშვილის განცხადებაში, არამედ მის დამოკიდებულებაშია. მას ჰგონია, რომ არის რაღაცა საწყობის გამგე და არა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. წითელი ხაზი „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა საკუთარ ხალხთან ურთიერთობაში გადალახეს და ეს წითელი ხაზის გადალახვა გამოიხატა იმაში, რომ ადგნენ და დაახიეს ხალხს ეს კონსტიტუცია,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიშეხვედრა დემონსტრაციულად დატოვეს რუსებმა, აფხაზებმა და ოსებმა – ჟენევის მოლაპარაკებები
შემდეგი სტატია(VIDEO) საქართველოს საპატრიარქო პატრიარქთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს