,,კვირიკაშვილისა და ბახტაძის პოლიტიკა ერთმანეთს კი არ ეწინააღმდეგება, არამედ ავსებს”

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივლისი 13, 2018 17:30

,,კვირიკაშვილისა და ბახტაძის პოლიტიკა ერთმანეთს კი არ ეწინააღმდეგება, არამედ ავსებს”

მნიშვნელოვანი

  • ღიად ვიტყვი, მომწონს ის მიდგომა, რაც აქვს მამუკა ბახტაძეს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. წულუკიანის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკა და მამუკა ბახტაძის პოლიტიკა ერთმანეთის საწინააღმდეგო კი არ არის, არამედ არის ერთმანეთის შემავსებელი და ის კომპონენტი, რაც აკლდა წინა პოლიტიკას, ეს არის ინკლუზიურობა.

სხვა სტატიები

ღიად ვიტყვი, მომწონს ის მიდგომა, რაც აქვს მამუკა ბახტაძეს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. წულუკიანის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკა და მამუკა ბახტაძის პოლიტიკა ერთმანეთის საწინააღმდეგო კი არ არის, არამედ არის ერთმანეთის შემავსებელი და ის კომპონენტი, რაც აკლდა წინა პოლიტიკას, ეს არის ინკლუზიურობა.

„ძალიან მომწონს და ამას ვიტყვი ღიად, დღეს და ბევრჯერ, ის მიდგომა, რაც აქვს მამუკა ბახტაძეს. ეს არის მიდგომა, რაც მე, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, მელაპარაკება ბევრს, ეხება პრობლემებს, რომელიც აქვს ჩემ გარშემო ძალიან ბევრ ადამიანს და ზოგადად, საზოგადოებას. ეს არის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ბევრ ოჯახში საქართველოში.

შესაბამისად, ინკლუზიურ ზრდაზე როდესაც საუბრობს მამუკა ბახტაძე, ეს ჩემთვის არის ძალიან გასაგები, შინაგანად მისაღები და ვფიქრობ, პოლიტიკურად საჭირო პრინციპი, რომელიც არის მისი ერთ-ერთი საქმიანობის მიმართულება და რა თქმა უნდა, საკანონმდებლო კუთხით, მას ამ მიმართულებაში ექნება იუსტიციის სამინისტროს სრული უზრუნველყოფა, რადგან ინკლუზიური ზრდა, რასაც ნიშნავს, მხოლოდ ეკონომიკური ზრდა კი არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ისეთი ეკონომიკური ზრდა, რომელიც ეხება ყველა ოჯახს, ისეთი ეკონომიკური ზრდა, რომელსაც გრძნობს ყველა ოჯახი თავის თავზე და ისეთი ეკონომიკური ზრდა, რომელიც ყველა ოჯახს აფიქრებინებს, რომ მართლაც ეკონომიკური ზრდა არის ქვეყანაში. თორემ, თავისთავად, ციფრი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ჩვენ ბევრ ქვეყანასთან შედარებით კარგი შედეგი გვაქვს. მაგრამ, ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ ჭარბვალიანობა დასრულდეს, რომ სამართლიანი ეკონომიკურ ფინანსური წესებით თამაშობდეს ყველა, ვინც არის ოპერატორი, ბიზნესოპერატორი იქნება, საბანკო თუ სხვა.

ამიტომ, გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკა და მამუკა ბახტაძის პოლიტიკა ერთმანეთის საწინააღმდეგო კი არ არის, არამედ არის ერთმანეთის შემავსებელი და ის კომპონენტი, რაც აკლდა წინა პოლიტიკას, ეს არის ინკლუზიურობა და ისეთ ეკონომიკურ ზრდაზე მზრუნველობა, რომელიც შეეხება ყველას და ამოასუნთქებს შვებით ყველას. აი ეს არის, რასაც მხარს და უჭერს და რისთვისაც აპირებს მუშაობას საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივლისი 13, 2018 17:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,159
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics