კვირიკაშვილი ტრამპს გამარჯვებას ულოცავს – „ველით პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებას“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

კვირიკაშვილის შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განთავსდა.

„ვულოცავ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ველით ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებას“, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. ბოლო მონაცემებით, დონალდ ტრამპი 289 ხმით ლიდერობს, მის მეტოქეს ჰილარი კლინტონს კი, 218 ხმა აქვს.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა ტრამპს გამარჯვება მოულოცა
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი: „პუტინი „ნამდვილ ადამიანებად“ მხოლოდ თეთრ მამაკაცებს თვლის!“