ქუვეითმა თეირანიდან ელჩი გაიწვია

12ქუვეითმა ირანიდან ელჩი გაიწვია. ქუვეითური მედიის ცნობით, ეს ნაბიჯი ქვეყანამ თეირანში საუდის არაბეთის საელჩოზე თავდასხმაზე პროტესტის ნიშნად გადადგა, რომელიც 2 იანვარს მოხდა.
მედიის ცნობით, სამეფოს საგარეო უწყების განცხადებით, თავდასხმით “დაირღვა საერთაშორისო კონვენციები და ირანის საერთაშორისო ვალდებულებები, რომელიც დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდეს საკუთარ ტერიტორიაზე”.

გუშინ ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები ბაჰრეინმაც შეწყვიტა, რომელმაც ირანის ელჩს მოსთხოვა 48 საათის განმავლობაში დაეტოვებინა ქვეყნის ტერიტორია.

ახლო აღმოსავლეთში არაბულ ქვეყნებს შორის კონფლიქტი საუდის არაბეთში შაბათს შიიტი წინამძღვრის სიკვდილით დასჯამ გამოიწვია, რომელიც მთავრობამ ისლამისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
შეიხი ალ-ნორმას სიკვდილით დასჯამ აღაშფოთა საუდელი შიიტებიც, რომლებიც, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში აკრძალულია მასობრივი მსვლელობები, საპროტესტო აქციებს აწყობენ.
პროტესტს გამოთქვამენ სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებიც.

დასავლეთმა ალ-ნორმას სიკვდილით დასჯას “სამწუხარო ფაქტი” უწოდა, რომლისგანაც საუდის არაბეთს “თავი უნდა შეეკავებინა”.

გუშინ მოსკოვმა მხარეებს შერიგებისკენ მოუწოდა და სურვილიც გამოთქვა შუამდგოლის როლში გამოვიდეს.
პოლიტოლოგები ახლო აღმოსავლეთში შიიტურ და სუნიტურ ქვეყნებს შორის მდგომარეობის დაძაბვას ვარაუდობენ.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვი ბაჰრეინის და ირანის შერიგებას შეეცდება
შემდეგი სტატიაყველაზე პრობლემური ჯვარი-მესტიის გზაა