კურორტ გოდერძიზე თოვლის საფარი ორ მეტრს აღწევს

მაღალმთიანი აჭარის სამთო სათხილამურო კურორტ გოდერძიზე თოვლის საფარმა ორ მეტრს მიაღწია.

ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობა ავრცელებს.

სამთო სათხილამურო კურორტის გახსნა, აჭარაში ოფიციალურად ორ დღეში, 10 დეკემბერს არის ჩანიშნული.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კურორტამდე მისასვლელი ცენტრალური გზა გაწმენდილია და მსურველებს იქ ასვლა შეფერხების გარეშე შეუძლიათ.

banner
წინა სტატიაშიcheck in georgia მომავალ წელსაც გაგრძელდება
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა: ბიუჯეტის ეფექტური ხარჯვა არის ჩვენი ცენტრალური ამოცანა