კუპრავას თავს დაესხნენ და იძულების წესით ამოიყვანეს, ეს არის მნიშვნელოვანი დარღვევა – ადვოკატი ნესტან ლონდარიძე

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 12, 2018 13:09

კუპრავას თავს დაესხნენ და იძულების წესით ამოიყვანეს, ეს არის მნიშვნელოვანი დარღვევა – ადვოკატი ნესტან ლონდარიძე

ზაზა სარალიძე გენერალურ ინსპექციაში ადვოკატთან ერთად მივიდა. როგორც ცნობილია სარალიძე შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინციდენტის გამო დაიბარეს.

როგორც სარალიძის ადვოკატი აცხადებს, გუშინ საქალაქო სასამართლოში არაერთი დარღვევა მოხდა.

ნესტან ლონდარიძის თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ზვიად კუპრავას თავისუფლად მისცეს შესაძლებლობა დარბაზი დაეტოვებინა და მედიასთან ესაუბრა, მაგრამ სადილობის დროს მას თავს დაესხნენ და ძალის გამოყენებით დააბრუნეს დარბაზში.

„თუნდაც ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი არის უყურადღებოდ სასამართლო დარბაზში, მას აქვს საშუალება გამოვიდეს და პრესას მისცეს კომენტარი მას არავინ აკავებს ამ დროს და არ უშლის თავისუფალ გადაადგილებას და სრულიად შემთხვევით, როცა ის სასადილოში არის ჩასული თავს ესხმიან და იძულების წესით ამოჰყავთ, ეს არის მნიშვნელოვანი დარღვევა და ამაზე უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ რეაგირება“- აცხადებს ლონდარიძე.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 12, 2018 13:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,160
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics