კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

რევაზ შიუკაშვილს, ირაკლი ყიფშიძეს და გიგლა შიოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ცხრათვიანი ვადა 7 იანვარს ეწურებათ და და ვინაიდან სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა, სასამართლო ვალდებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულები გაათავისუფლოს.

არ გათავისუფლედება მხოლოდ კუდ-ის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ვასილ ლელუაშვილი, რომელიც სხვა საქმეზეა მსჯავრდებული.

კუდ-ის 6 თანამშრომელს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება დაზარალებულთა პირადი შეურაცხყოფით. სამართალდამცველებმა ისინი 2016 წლის აპრილში დააკავეს.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს
შემდეგი სტატიაპრემიერი სომეხთა სამოციქულო ეკლესიას შობას და ნათლისღებას ულოცავს