(VIDEO) კუბელმა მსახიობმა ობამას “მოსკვიჩით” ადგილამდე მიყვანა შესთავაზა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კუბაში ვიზიტამდე, რომელიც დღეს დაიწყო, ცნობილ კუბელ მსახიობთან ლუისა სილვასთან კომედიურ სკეტჩში მიიღო მონაწილეობა. ვიდეო, რომელიც დაახლოებით სამი წუთი გრძელდება, სილვას გმირით იწყება, რომელიც მეტეოროლოგიურ სადგურში რეკავს 22 მარტს ამინდის პროგნოზის გასაგებად, როცა კუბის და აშშ-ს ბეისბოლის გუნდები ხვდებიან ერთმანეთს, თამაშს ობამა დაესწრება.

თუმცა, მეტეოროლოგების ნაცვლად პანფილო თეთრ სახლში ხვდება და თვითონ ობამას ესაუბრება. თავდაპირველად სილვას გმირს არ სჯერა, რომ ის აშშ-ს პრეზიდენტს ესაუბრება, ამასთანავე, ობამა მაშინათვე იცნობს პანფილოს და ეუბნება, რომ “ამერიკელი და კუბელი ხალხი მეგობრები არიან”.

პანფილო ობამას ურჩევს, რომ ბევრი ტანსაცმელი არ წაიღოს, რომ საბაჟოზე რიგში დგომამ არ მოუწიოს, ასევე, სთავაზობს დანიშნულების ადგილამდე “მოსკვიჩით” მიყვანას.

შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო კუბაში, რომელიც 2 დღე გაგრძელდება.

https://youtu.be/NqKxIQLSV78

banner
წინა სტატიაშიესპანეთში ავარიის შედეგად 14 უცხოელი სტუდენტი დაიღუპა
შემდეგი სტატიაევროკავშირ-თურქეთის შეთანხმება ძალაში შევიდა