კრწანისში მდებარე შსს-ს სასწავლო ცენტრში ორი ადამიანი დაშავდა

კრწანისში მდებარე სასწავლო ცენტრში ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

უწყების ცნობით, ორმა მოქალაქემ, ამკრძალავი ნიშნის მიუხედავად, ტერიტორიაზე შეაღწია, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო.

შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე არანაირი წვრთნა არ მიმდინარეობდა.

როგორც ცნობილია, ტერიტორია დანაღმული იყო და მითითებული იყო ნიშანი – „შესვლა აკრძალულია“.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში„კარგია რომ ენმ-ს ლიდერმა თავი დაანება ლანძღვას”-“ევროპული საქართველო” სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიანიკა მაჭუტაძე : ჩვენი ცალსახა მიზანია დავასრულოთ ოლიგარქატი