კრწანისის საწვრთნელ ცენტრში მოკლული გიგა შენგელიას მამა დღეს შემთხვევის ადგილს დაათვალიერებს

შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად დღეს ზუგდიდან თბილისში ჩამოსვლას გეგმავს გუშაგის მიერ მოკლული გიგა შენგელიას მამა. იგი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის კრწანისის ტერიტორიაზე, ინციდენტის ადგილზე მისვლას და პერიმერტის დათვალიერებას ადვოკატთან ერთად აპირებს.

ოჯახი არ ენდობა გამოძიებას და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას გეგმავს. მამის ინფორმაციით გუშაგმა მის შვილს – სამხედრო საწვრთნელი ბაზის გარე პერიმეტრზე ესროლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი შემთხვევა ბაზის უკანა, შიდა პერიმეტრზე მოხდა და გუშაგმა მას შემდეგ იმოქმედა ყველა ნორმის დაცვით, რაც ბაზის შიგნით შესული უცხო პირები შენიშნა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შემდეგი სტატიაინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო გზებზე შეზღუდვები ამ დრომდე შენარჩუნებულია