ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავა.
ინფორმაციას დაკავების შესახებ საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ. უწყება დამატებით ინფორმაციას, ქრთამის ოდენობასა და კონკრეტულ გარემოებებზე უახლოეს საათებში გაავრცელებს.