კრისტინ ლაგარდის წინააღმდეგ საფრანგეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

France's Finance Minister Christine Lagarade attends the eG8 forum in Paris, May 24, 2011. The eG8 forum gathers "leaders of the internet" to consider and discuss the future of the Internet and society. REUTERS/Philippe Wojazer (FRANCE - Tags: BUSINESS POLITICS SCI TECH)

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის წინააღმდეგ საფრანგეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

კრისტინ ლაგარდი გულგრილობასა და თაღლითობაშია ეჭვმიტანილი. საუბარია გახმაურებულ საქმეზე, რომელშიც ცნობილი ფრანგი ბიზნესმენი ბერნარ ტაპი ფიგურირებს.

საფრანგეთის ხელისუფლებამ წლების წინ მას 400 მილიონი ევრო გადაუხადა კომპენსაციის სახით. იმ პერიოდში კი კრისტინ ლაგარდი საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი იყო.

ლაგარდი სასამართლოშია დაბარებული და მისი ადვოკატები ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის 850 წლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, სახელმწიფო კომისიები შეიქმნება
შემდეგი სტატია„რიგითი ქართველები უფრო მეტად ინტეგრირებული გახდებიან ევროპასთან“, – იანოშ ჰერმანი