კრიშნას ფესტივალზე მკვეთრ ფერებში შეღებილი ხალხი და სოფლები (ფოტოები)

Lathmar Holi-ს ფესტივალზე, რომელიც ითარგმნება როგორც ჯოხებისა და ფერების ფესტივალი, ათასობით ინდუსი მონაწილეობს. ფესტივალი უკავშირდება ლეგენდას კრიშნას შესახებ. ლეგენდის თანახმად, კრიშნა სოფელ ნანდგაონიდან ბარსანას ესტუმრა, სადაც თავისი სატრფო რადჰა აეჭვიანა მეგობრებთან ფლირტაობით.

ყოველ წელს, ფესტივალის დაწყების წინ ნანდგაონელი მამაკაცები ქალის ტანსაცმელს იცმევენ და ცეკვით ბარსანაში მიდიან, მეორე დღეს ბარსანელი ქალები ცეკვით მიდიან ნანდგაონში. ორი დღის მანძილზე ფესტივალზე ყველა ცეკვავს და ერთმანეთს ფერებს უზიარებენ, ეს დღე განსაკუთრებული დღეა ინდუსებისთვის. ინგლისური გამოცემა dailymail-ი ფესტივალის ფოტოებს აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) ბრიტანეთის ქალაქ ლესტერში აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაროცა შენი ქალაქის მერი მილანში დაფრინავს თმის შესაჭრელად