გიორი გახარიამ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ვლადიმერ ბორცვაძე დანიშნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ ბორცვაძე დანიშნა.

შსს-ს ინფორმაციით, ვლადიმერ ბორცვაძე 2006-2018 წლებში საქართველოს პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

2016-2018 წლებში იგი საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტმენტს ხელმძღვანელობდა. 2013 წლიდან 2016 წლამდე ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2012-2013 წლებში ხაშურის რაიონული პროკურორი იყო, ხოლო 2009-2012 წლებში საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა. 2007 – 2009 წლებში შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად მუშაობდა, ხოლო 2006 წლიდან 2007 წლამდე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, ტროტუარის მოწესრიგების დროს ვაზი “ჩააცემენტეს”
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს