კრემლს ტრამპზე კომპრომატი გააჩნია

დღეს BuzzFeed-მა დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც, გამოცემის ცნობით, ტრამპს ამერიკის დაზვერვამ გადასცა. მასში ნათქვამია, რომ რუსულ სპეცსამსახურებს ახლადარჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ მაკომპრომეტირებელი დოკუმენტები აქვს. ტრამპისადმი მსგავსი ინფორმაიციის მიწოდებას ავრცელებს სხვა ამერიკული მედია, რომელიც ირწმუნება, რომ დოკუმენტის ორიგინალი ბარაკ ობამასთან არის გაგზავნილი.
ოფიციალურ თეთრ სახლს ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ამასთანავე, დონალდ ტრამპის წარმომადგენლები უარყოფენ მსგავსი დოკუმენტის მიღების ფაქტს. თვითომ რესპუბლიკელმა “ტვიტერის” გვერდზე დაწერა, რომ ეს ცრუ ინფორმაციაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსულმა მხარემ. კრემლი ირწმუნება, რომ მათ არც დონალდ ტრამპზე და არც ჰილარი კლინტონზე კომპრომატი არ გააჩნიათ.

banner
წინა სტატიაშიდილან რუფს, რომელმაც ეკლესიაში შავკანიანები დახოცა, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაSamsung-ის ხელმძღვანელს კორუფციის საქმეზე დაკითხავენ