კრემლმა სირიაში საავადმყოფოების დაბომბვაზე კომენტარი გააკეთა

28კრემლმა უარყო ბრალდება გუშინ სირიაში საერთაშორისო ორგანიზაცია “ექიმები საზღვრებს მიღმას” ორი საავადმყოფოს დაბომბვის შესახებ – ამაზე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა: “ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი განცხადება, მით უმეტეს, ყოველ ჯერზე, მათ, ვინც აკეთებენ მსგავს განცხადებებს, არ შეუძლიათ რაიმე სახის მტკიცებულებების წარმოდგენა ”

გუშინ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდნეტის მრჩეველმა სუზან რაისმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს არ შეუძლია რუსეთის მომხდართან მონაწილეობის დამადასტურებელი ფაქტების წარმოდგენა. ამასთანავე, რაისმა თქვა, რომ ავიადარტყმები “დამასკოს რეჟიმის მხარდამჭერების მიერ იქნა განხორციელებული”.
გუშინვე ოგრანიზაცია “ექიმები საზღვრებს მიღმას” მიერ გაკეთებული პირველი განაცხადებით, მათ არ იციან ვისი საჰაერო ძალები ბომბავდნენ საავადმყოფოებს. მოგვიანებით კი, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა რომ სირიისა და რუსეთის ავიადარტყმებს 50-მდე ადამიანის, მათ შორის ექიმების სიცოცხლე ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე ბავშვებისათვის საფრთხის შემცველ საიტებზე წვდომის აკრძალვას ითხოვს
შემდეგი სტატიაე.წ. გოგირდის აბანოები შესაძლოა წყლის საფასურის ზრდის გამო დაიხუროს