კრემლმა მოსკოვისთვის სანქციების შესაძლო მოხსნაზე ფრანგ მინისტრს უპასუხა

კრემლმა სირიაში ავიაციის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია უარყო

dmitry-peskov.siრუსეთისათვის სანქციების მოხსნა კრემლის დღის წესრიგში არ დგას – განაცხადა დღეს დილით გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
კრემლის წარმომადგენელმა მოსკოვის პოზიციას გაუსვა ხაზი, რომელიც ნიშნავს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მიღებული ზომები არაკანონიერია და ის იმ სახელმწიფოების ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებმაც შემოირეს.

გუშინ საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს რუსეთისათვის ეკონომიკური სანქციების მოხსნას ზაფხულისთვის, თუკი რუსეთი მინსკის ხელშეკრულებას შეასრულებს.
იგივე განცხადება გააკეტა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერმა.

banner
წინა სტატიაში“უახლოეს პროცესებზე გამოვლინდება, რომ ბრალდება აგებულია ტყუილზე” – ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულოში ოპოზიციის და მერიის მაღალჩინოსნების შეხვედრა დასრულდა