კრემლმა მინსკის ხელშეკრულების ფიასკოზე ისაუბრა

უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მოქმედებები დონბასში სიტუაციას ართულებს – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“სიტუაციას, სამწუხაროდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების პროვოკაციული მოქმედებები ართულებს” – ასეთ პოზიციას დააფიქსირებს ხვალ, 6 აპრილს “ნორმანდიული ოთხეულის” ქვეყნების ხელმძღვანელების დამხმარეთა შეხვედრაზე რუსეთი – განაცხადა პესკოვმა.მისივე განცხადებით აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობა მძიმე შეიარაღების გამოც ნარჩუნდება, რომელიც უკრაინას არ გაუყვანია. პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევის მიერ თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობამ მინსკის ხელშეკრულების ფიასკო გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლიდან რუსეთი აგრესიას ანხორციელებს.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე: თქვენთან ერთად ვწუხვარ და ყველაფერს ვაკეთებ, რათა ეს ტრაგიკული რეალობა რაც შეიძლება სწრაფად შეიცვალოს
შემდეგი სტატიატრანსგენდერები ბრიტანულ პასპორტში მესამე სქესის ჩამატებას ითხოვენ