კრემლმა ერდორანის წერილს უშინაარსო უწოდა

ერდოღანმა რუსეთთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი განაცხადა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ერდოღანის წერილი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გუშინ რუსეთის დღესთან დაკავშირებით გაუგზავნა, პროტოკოლურ ხასიათს ატარებს – ამის შესახებ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“ეს პროტოკოლური გზავნილია, მსგავსი გზავნილების გაგზავნა ჩვეულებრივ, ნაციონალური დღეების მისალოცად ხდება. ეს პროტოკოლური და ჩვეულებრივი პრაქტიკაა საერთაშორისო ურთიერთობებში. როგორც წესი, მსგავსი გზავნილები რაიმე სახის პასუხს არ საჭიროებენ” – განაცხადა პესკოვმა და დაამატა, რომ წერილში, “ჩვენდა სამწუხაროდ, რაიმე ტიპის შინაარსიანი მომენტები არ ყოფილა”.

banner
წინა სტატიაშიჩინეთმა ობამას და დალაი-ლამას შეხვედრის გამო პროტესტი გამოთქვა
შემდეგი სტატიანატომ რუსულ სწავლებებზე შეშფოთება გამოთქვა