კრემლმა ერდოღანს ურჩია ბოდიშით დაიწყოს

კრემლმა სირიაში ავიაციის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია უარყო“ვფიქრობ, აუცილებელია ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება გავიხსენოთ. კერძოდ, კი, ჩვენი პილოტების მკვლელობის შემდეგ, ასეთი აგრესიული და გამყიდველური მოქმედებების შემდეგ, რუსული მხარე ბოდიშს ელოდება, ასევე მომხდარის შეასხებ ახსნა-განმართებებს, თვითმფრინავზე კომპენსაციის გადახდას და ასევე კომპენსაციას დაღუპული მფრინავის ოჯახისთვის” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ათენში ყოფნისას, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ის მზად არის თურქეთთან ურთიერთობა აღადგინოს. გუშინ კი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთს შესთავაზა შექმნან ფორმალური ან არაფორმალური კომისია, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დარეგულირების გზებზე იმუშავებს.

banner
წინა სტატიაშიგაეროს ბავშვთა ფონდი პოლიტიკურ პარტიებს ბავშვთა საკითხების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაკლინტონმა ტრამპის წინააღმდეგ სანდერსთან გაერთიანება ისურვა